ქუთაისი. საქართველოს სკაუტური მოზრაობის იმერეთის ორგანიზაცია 2014 წლის 13 აპრილს შეუერთდა აქციას „ გადადი გადასასვლელებზე“, რომელიც „ საქართველოს ბავშვების მიერ“ FLEX Alumni საგრანტო პროგრამის ფარგლებში ხორციელდება და დაფინანსებულია ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის განათლებისა და კულტურის ბიუროს ( ECA) მიერ და ადმინისტრირდება ამერიკული საბჭოების მიერ. აქციაში მონაწილეობა მიიღო 25-მა სკაუტმა იმერეთის რეგიონიდან ( ქუთაისი, თერჯოლა, ზესტაფონი, სამტრედია, ვანი, ბაღდათი, ხარაგაული). აქციის ფარგლებში დარიგდა საინფორმაციო ბუკლეტები და პლაკატები.
ასევე იმერეთის სკუტების მიერ განხორციელდა ლაშქრობა ჯანსაღი ცხოვრების წესის მხარდასაჭერად სათაფლიის ეროვნულ ნაკრძალში, სადაც გაიმართა სხვდასხვა სპორტული, საგანმანათლებლო, გასართობი აქტივობები. რამოდენიმე აქტიურ სკაუტ მოხალისეს გადაეცა სკაუტური ყელსახვევი სკაუტურ ოჯახში მიღების ნიშნად.

No comments:
Post a Comment