Apr 19, 2014

საქველმოქმედო აქცია და გახარებული ოჯახი...

ალბათ გსმენიათ, ლანჩხუთის რაიონის სოფელ ხაჯალიაში მცხოვრებ სოციალურად გაჭირვებულ ქალბატონ სულიკო რობაქიძეზე, რომელიც ბოლოდროინდელმა სტიქიურმა მოველენბმა ფაქტიურად უსახლკაროდ დატოვა.. ჩვენ, იმერეთის სკაუტებს, სურვილი გვაქვს ამ საახალწლოდ ვეწვიოთ მას საჩუქრებით, ვისაც რისი შესაძლებლობა გვექნება: მზა საჭმელი, ტანსაცმელი, თანხა ან სხვა რამ რითაც შევძლებთ, ოდნავ მაინც შევულამაზოთ დამდეგი ახალი წელი ქალბატონ სულიკოს.. 
2013 წლის 28 დეკემბერს სკაუტებმა, საჩუქრებით დატვირთულებმა მოინახულეს ქალბატონი სულიკოს ოჯახი და მიულოცეს დამდეგი ახალი წელი.ამგვარი საქველმოქმედო აქციები კვლავ გრძელდება და სკაუტები კვლავ ღვთის, ერისა და საკუთარი თავის სამსახურში არიან :)) 

No comments:

Post a Comment