2014 წლის 6-10 მარტს რუსთავის საერთაშორისო სკაუტურ ცენტრს შვეიცარელი სკაუტები ესტუმრნენ.
სამუშაო შეხვედრის ფარგლებში, უცხოელმა ლიდერებმა თბილისის, რუსთავის, იმერეთისა და ბათუმის სკაუტურ ორგანიზაციების წარმომადგენლებს საზღვაო კვანძების მომზადება შეასწავლეს.ტრენინგს საქართველო მასშტაბით 20 სკაუტი და 2 ლიდერი ესწრებოდა. ჯგუფებმა ქალაქის ცენტრალურ პარკში ჩატარებულ გარე აქტივობაზე სხვადასხვა კვანძების კომბინაციით ააგეს კონსტრუქციები, მათ შორის "ზიპ ლაინი." ერთიანი ძალებით მოეწყო "სითი გეიმი," რამაც უფრო მეტად გაამხიარულა და სტიმული მისცა ტრენინგის თითოეულ მონაწილეს.
სკაუტურ ცენტრში, გაიმართა ნაციონალური საღამო, რომელზეც ტრენინგის მონაწილეებმა ერთმანეთს ქვეყნის ტრადიცია და კულტურა გაუზიარა.
2014 წლის 10 მარტს თბილისში, გაიმართა სამუშაო შეხვედრა, რომელშიც მონაწილეობას ღებულობდნენ თბილისის, რუსთავის, იმერეთისა და ბათუმის სკაუტურ ორგანიზაციების წარმომადგენლები, ქალბატონმა მზია აფრიდონიძემ მიმართულებების ხელძღვანელებს გააცნოთ საკუთარი ფუნქციები და უფლება-მოვალეობები. დაისახა სამომავლო სამოქმედო გეგმები.
აღნიშნული შეხვედრა საინტერესო და საჭირო ინფორმაიცებით იყო დატვირთული, რაც მომავალში სკაუტების საქმიანობას კიდევ უფრო მეტად ნაყოფიერსა და ორგანიზებულს გახდის.
აღნიშნული შეხვედრა საინტერესო და საჭირო ინფორმაიცებით იყო დატვირთული, რაც მომავალში სკაუტების საქმიანობას კიდევ უფრო მეტად ნაყოფიერსა და ორგანიზებულს გახდის.
No comments:
Post a Comment