Apr 19, 2014

თერჯოლა მეგობრულად გვხვდება...

28.02.2014 წელს, 16:00 საათზე საქართველოს სკაუტური მოძრაობის იმერეთის ორგანიზაცია სტუმრად იმყოფებოდა თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ძევრის საჯარო სკოლაში. შეხვედრის მიზანი იყო ახალგაზრდობისთვის სკაუტინგის შესახებ ინფორმაცის მიწოდება. 
შეხვედრას დაესწრო 90- მდე ადგილობრივი ახალგაზრდა, სკოლის დირექტორმა ბატონმა მანუჩარ ფანჩულიძემ იმერეთის რეგიონალურ ორგანიზაციასთან თანამშრომლობის დიდი სურვილი გამოთქვა და დაგვათვალიერებინა საინტერესო ადგილები, სადაც შესაძლებელია სამომავლოდ საინტერესო ლაშქრობების მოწყობა.
იმერეთის რეგიონალური ორგანიზაცია მადლობას უხდის ძევრის საჯარო სკოლას საინტერესო შეხვედრის ორგანიზებისთვის და იტოვებს სამომავლო საინტერესო თანამშრომლობის იმედს 

No comments:

Post a Comment