Apr 28, 2013

ტრენინგი - თანამედროვე მედია საშუალებები

   ხალხო, გამარჯობათ. ისევ და ისევ ახალი პოსტით გაწუხებთ:) როგორც ვწერ ასე ოფიციალურად, სკაუტური მოძრაობა სულაც არაა ასეთი, თუკი შემოგვიერთდებით ნახავთ თუ როგორი ხალისიანი, მხიარული და კომუნიკაბელური ხალხი ვართ ერთად შეკრებილები. ჩვენ შორის მუდამ სითბო და ჰარმონიაა. კარგით აღარ გადავაჭარბებ :დ და გავაგრძელებ. ამ ნიუსში საუბარი გვექნება ტრენინგზე, რომელიც გამართა ბლოგერმა ლაშა მესხმა სახელწოდებით თანამედროვე მედია საშუალებები.
 

აქტივობა - საკომპოსტე ორმო.

   ბოლო შეკრებაზე ჩაგვიტარდა სემინარი ეკოლოგიის შესახებ. ამ ტრენინგზე ჩვენ შევიტყვეთ საკომპოსტე ორმის შესახებ და გადავწყვიტეთ ეს აქტივობა სრულყოფაში მოგვეყვანა. ამიტომ ჩვენს სკოლაში #17 დავგეგმეთ საკომპოსტე ორმის მოწყობა. მოვიმარაგეთ საჭირო მასალები (რკინის ბადე, ბარები, ქანჩსაღები და მრავალი სხვა საჭირო ნივთი) და ორგანული ნარჩენები, ამასთანავე მწვანე ფენა (ბალახი, ფოთლები, მცენარეები) და მიწა.
 

Apr 26, 2013

სემინარი ეკოლოგიის შესახებ...

     უკვე ძალიან დავახლოვდით ყველა ის ადამიანები, რომლებიც ვმონაწილეობთ სკაუტინგის შეკრებებში. მართალია ბევრი გამოგვაკლდა, ზოგი მოგვემატა კიდეც, მაგრამ მაინც ყველაფერს ხალისით ვუდგებით. უკვე მეხუთე შეხვედრა გაიმართა. ამჯერად კი ეს შეხვედრა ეკოლოგიას ეხება, რადგან სკაუტინგი ხომ პირველრიგში ბუნების დაცვას უზრუნველყოფს, ანუ ამ შეხვედრას ვუწოდეთ-სემინარი ეკოლოგიის შესახებ- ბატონ მერაბთან ერთად.
   

კიდევ ერთი ნაბიჯი წინ :)

     სკაუტინგის შესახებ უკვე კარგად ინფორმირებულმა ბავშვებმა სურვილი გამოთქვეს, რომ დარჩენილიყვნენ და ემოღვაწათ სკაუტის ცხოვრებით. შემდეგი შეხვედრაც შედგა, #17 საჯარო სკოლაში და ჩატარდა ტრენინგი ადვოკაციის თემაზე, სადაც შესრულდა რამდენიე სახალისო აქტივობა, რომლის საშუალებითაც ვისწავლეთ პრობლემის აღმოჩენა, მისი გადაჭრის გზების პოვნა და პრობლემის გადაჭრა.
    

პირველი ნაბიჯები...

     მეც არ ვიცოდი რომ სკაუტინგი საქართველოში იყო. სკოლაში ვიყავი როცა დამრიგებელმა მოგვაწოდა ინფორმაცია ამის შესახებ და გადავწყვიტე რომ მივსულიყავი. მართლაც კლასელებთან ერთად მივედით ე.წ. ოფისში. ჯერჯერობით იმერეთში ფილიალი არ არის ჩამოყალიბებული, მაგრამ არის იმერეთის სკაუტური მოძრაობის საინიციატივო ჯგუფი. ქვემოთ მოცემულია პირველი შეხვედრის სურათები. რათქმაუნდა უმეტესობამ არ იცოდა რა იყო სკაუტინგი, მაგრამ როცა გაიგეს ძალიან მოიწონეს და გადაწყვიტეს მიეღოთ მონაწილეობა იმ აქტივობებსა და შეხვედრებში რომელსაც ეს საინიციატივო ჯგუფი ჩაატარებდა.
    

დავიწყოთ იმით, თუ რა არის სკაუტინგი :)

    სკაუტინგი - ცხოვრება მცირე ჯგუფებში, დამოუკიდებელი მუშაობა. სკაუტინგის დამაარსებელი არის ბადენ პაუელი. მან დაამთავრა სამხედრო  სასწავლებელი, მუშაობა  დაიწყო კავალერიაში და ასწავლიდა ოფიცრებს. იგი სოფელში ცხოვრობდა და   მთლიანად კავშირი ჰქონდა ბუნებასთან. იგი მეგობრებთან ერთდ აწყობდა  სათავგადასავლო    მოგზაურობებს.  ისინი დამოუკიდებლად გეგმავდნენ  ლაშქრობის მარშრუტებს,  ცხოვრობდნენ  კარვებში და  საჭმელს კოცონზე აკეთებდნენ.