Apr 26, 2013

პირველი ნაბიჯები...

     მეც არ ვიცოდი რომ სკაუტინგი საქართველოში იყო. სკოლაში ვიყავი როცა დამრიგებელმა მოგვაწოდა ინფორმაცია ამის შესახებ და გადავწყვიტე რომ მივსულიყავი. მართლაც კლასელებთან ერთად მივედით ე.წ. ოფისში. ჯერჯერობით იმერეთში ფილიალი არ არის ჩამოყალიბებული, მაგრამ არის იმერეთის სკაუტური მოძრაობის საინიციატივო ჯგუფი. ქვემოთ მოცემულია პირველი შეხვედრის სურათები. რათქმაუნდა უმეტესობამ არ იცოდა რა იყო სკაუტინგი, მაგრამ როცა გაიგეს ძალიან მოიწონეს და გადაწყვიტეს მიეღოთ მონაწილეობა იმ აქტივობებსა და შეხვედრებში რომელსაც ეს საინიციატივო ჯგუფი ჩაატარებდა.
     პირველი ნაბიჯები ამიტომაც დავარქვი ამ პოსტს. პირველ შეხვედრაზე ერთმანეთს გავეცანით მხიარული აქტივობის საშუალებით. არამარტო #17 საჯარო სკოლის მოსწავლეები, არამედ #3 სკოლის მოსწავლეებიც იმყოფებოდნენ შეხვედრაზე. საინიციატივო ჯგუფის წევრებმა პირველივე შეხვედრაზე ისეთი კარგი შთაბეჭდილება მოახდინეს ბავშვებზე, რომ ისინი მაშინვე შეგვიყვარდა:) ამ შეკრებაზე ჩატარდა ტრენინგი-რა არის სკაუტინგი?-და დაიგეგმა მომავალი შეკრება, რომელზეც გავივიდით ტრენინგს სხვა თემაზე.

No comments:

Post a Comment