სკაუტინგის შესახებ უკვე კარგად ინფორმირებულმა ბავშვებმა სურვილი გამოთქვეს, რომ დარჩენილიყვნენ და ემოღვაწათ სკაუტის ცხოვრებით. შემდეგი შეხვედრაც შედგა, #17 საჯარო სკოლაში და ჩატარდა ტრენინგი ადვოკაციის თემაზე, სადაც შესრულდა რამდენიე სახალისო აქტივობა, რომლის საშუალებითაც ვისწავლეთ პრობლემის აღმოჩენა, მისი გადაჭრის გზების პოვნა და პრობლემის გადაჭრა.
მესამე შეხვედრა ისევ ე.წ. ოფისში ჩატარდა სადაც კიდევ ერთი ნაბიჯით წავიწიეთ წინ. დავიყავით ჯგუფებად, რომელსაც სკაუტურ ენაზე პატრული ჰქვია. თითოეულ ჯგუფში უნდა იყოს არანაკლებ 7 და არაუმეტეს 10 წევრისა. თითოეული ჯგუფი კენჭისყრით ირჩევს ლიდერს, რომელიც შემდეგ ანაწილებს სხვადასხვა მოვალეობებს ჯგუფის წევრებზე.
ამავე შეკრებაზე დაიგეგმა მეოთხე შეხვედრა და წინასწარი ინფორმაციით გვაცნობეს, რომ გვექნებოდა სემინარი ეკოლოგიის შესახებ ბატონ მერაბთან ერთად .

No comments:
Post a Comment