Apr 28, 2013

ტრენინგი - თანამედროვე მედია საშუალებები

   ხალხო, გამარჯობათ. ისევ და ისევ ახალი პოსტით გაწუხებთ:) როგორც ვწერ ასე ოფიციალურად, სკაუტური მოძრაობა სულაც არაა ასეთი, თუკი შემოგვიერთდებით ნახავთ თუ როგორი ხალისიანი, მხიარული და კომუნიკაბელური ხალხი ვართ ერთად შეკრებილები. ჩვენ შორის მუდამ სითბო და ჰარმონიაა. კარგით აღარ გადავაჭარბებ :დ და გავაგრძელებ. ამ ნიუსში საუბარი გვექნება ტრენინგზე, რომელიც გამართა ბლოგერმა ლაშა მესხმა სახელწოდებით თანამედროვე მედია საშუალებები.
   იმას ვერცერთი ამ ტრენინგზე დამსწრე ვერ იტყვის რომ რაიმე ახალი არ გაიგო, მიუხხედავად იმისა რომ ჩვენთვის კარგად ნაცნობ თემებს, როგორიცაა ფეისბუქი, გუგლი, თვითერი და სხვას შეეხო ეს ტრენინგი. ამ შეხვედრის საშუალებით ჩევნ ვისწავლეთ სოციალური ქსელებისა და სხვათა როლი ჩვენს ცხოვრებაში. არამარტო ეს, ისიც გავიგეთ, თუ როდის და როგორ შეიქმნა ინტერნეტი და სად მოხდა ეს ყოველივე. ესეც ასე ჩემო კარგო მკითხველებო, დამთავრდა ეს ნიუსი და მე ვეცდები ყველანაირად, საინტერესო და კარგი ინფორმაციები მოგაწოდოთ. მე უკვე მჯერა რომ თქვენ ძალიან დაინტერესდით სკაუტინგით. დაე, შემოგვიერთდით ! :)

No comments:

Post a Comment