სკაუტინგი - ცხოვრება მცირე ჯგუფებში, დამოუკიდებელი მუშაობა. სკაუტინგის დამაარსებელი არის ბადენ პაუელი. მან დაამთავრა სამხედრო სასწავლებელი,
მუშაობა დაიწყო კავალერიაში და ასწავლიდა ოფიცრებს. იგი სოფელში ცხოვრობდა და მთლიანად კავშირი ჰქონდა ბუნებასთან. იგი
მეგობრებთან ერთდ აწყობდა სათავგადასავლო მოგზაურობებს. ისინი
დამოუკიდებლად გეგმავდნენ ლაშქრობის მარშრუტებს, ცხოვრობდნენ
კარვებში და საჭმელს კოცონზე აკეთებდნენ.
ასე დაიწყო სკაუტინგი... ბადენ პაუელმა გადაწყვიტა თავისი იდეის პრაქტიკაში გამოცდა და 1907 წელს ინგლისში, კუნძულ ბრაუნსზე, შეკრიბა 20 ბიჭი–მისი ნათესავები, მეგობრის შვილები, რომლებიც სხვადასხვა სოციალური ფენის წარმომადგენლები იყვნენ და მოაწყო ბანაკი.ბანაკში ცხოვრებისას მათ პირველად მოიფიქრეს მომავალი სკაუტური ფორმის ელემენტები. პატრულში მყოფი ყველა სკაუტი მხარზე იკეთებდა სხვადასხვა ფერის შალის კვანძს.ყოველ პატრულს ჰქონდა.მათ გადაეცემოდათ სასტვენი წარწერით_"იყავი მზად!”.
ყოველ დილა-საღამოს ბიჭები ასრულებდნენ გარკვეულ ამოცანა–სავარჯიშოს: გონებას ავარჯიშებდნენ დაკვირვებულობაში, კრავდნენ საზღვაო კვანძებს, სწავლობდნენ კოცონის დანთებას ერთი ასანთის ღერით, ვარჯიშობდნენ ხანძრის ჩაქრობაში, ისმენდნენ საინტერესო ამბებს ცხოვრებაზე, მოგზაურობასა და თავგადასავლებზე. ბანაკში ყოველდღე ტარდებოდა სპორტული თამაშობები. ყოველი საღამო სრულდებოდა კოცონთან საინტერესო ამბების თხრობითა და სიმღერებით.
ეს ბანაკი გახდა სკაუტინგის ისტორიის დასაბამი და სკაუტური კანონის განმსაზღვრელი.დღეს მსოფლიოს სკაუტური მოძრაობა აერთიანებს მილიონობით ახალგაზრდას მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყნიდან. სკაუტინგის სიმბოლოდ ითვლება ლატუნის შროშანი...
ესეც ჩემი პირველი პოსტი :) დღეს ბევრმა არ იცის საქართველოში სკაუტინგის არსებობის შესახებ და იმედი მაქვს ეს ბლოგი საშუალებას მისცემთ რომ შეიტყონ სკაუტინის შესახებ :)

No comments:
Post a Comment