Apr 26, 2013

სემინარი ეკოლოგიის შესახებ...

     უკვე ძალიან დავახლოვდით ყველა ის ადამიანები, რომლებიც ვმონაწილეობთ სკაუტინგის შეკრებებში. მართალია ბევრი გამოგვაკლდა, ზოგი მოგვემატა კიდეც, მაგრამ მაინც ყველაფერს ხალისით ვუდგებით. უკვე მეხუთე შეხვედრა გაიმართა. ამჯერად კი ეს შეხვედრა ეკოლოგიას ეხება, რადგან სკაუტინგი ხომ პირველრიგში ბუნების დაცვას უზრუნველყოფს, ანუ ამ შეხვედრას ვუწოდეთ-სემინარი ეკოლოგიის შესახებ- ბატონ მერაბთან ერთად.
   
ამ ტრენინგზე ჩვენ გავიგეთ კიდევ ერთი ახალი ტერმინი - საკომპოსტე ორმო - ალბათ ცოტას თუ ეცოდინება ეს რას ნიშნავს. ეს არ არის ისეთი ორმო როგორიც თქვენ წარმოგიდგენიათ. მას სულაც არ ჭირდება ამოთხრა. ამ ორმოში მიწის , ორგანული ნარჩენების, ბალახის, ქაღალდისა და კირის საშუალებით წარმოიქმნება ორგანული სასუქი, რომელიც აბსოლუტურად უსაფრთხოა და ჯანმრთელი.

     მისი გამოყენება ხელსაყრელია სათბურსა თუ უბრალოდ სახლის უკან გაკეთებულ ბოსტანში. იგი უფრო ჯანსაღ და გემრიელი პროდუქტის აღმოცენებას უწყობს ხელს. ორგანული ნარჩენები რომ სასუქად გარდაიქმნეს, ამისათვის დროა საჭირო, კერძოდ კი 8 თვე, და ასევე მოვლა პატრონობა, რის შედეგადაც მივიღებთ უვნებელ ბუნებრივ სასუქს.
ესეც სემინარი ეკოლოგიის შესახებ :)


1 comment:

  1. ძალიან საინტერესო ტრენინგი იყო :)

    ReplyDelete